მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულია საკრედიტო-საგარანტიო სქემას აკრიტიკებს - რა არ მოსწონს დეპუტატს?

5ca1e787aa5e8
ლიკა გურაბანიძე
01.04.19 14:26
946
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ის მხარდაჭერა, რაც საკრედიტო-საგარანტიო სქემის ინიციატივას კომიტეტიდან ჰქონდა, სამწუხაროდ, მასში სრულფასოვნად ასახული არ არის.

„საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედების ინიციატივა კარგია და კომიტეტის ფარგლებში ამ ინიციატივის დაწყებას აქტიურად ვუჭერდით მხარს, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ კარგი იქნებოდა ამ მექანიზმის ამოქმედებამდე მეტი დამატებითი კონსულტაციები ყოფილიყო. ის მხარდაჭერა, რაც ამ ინიციატივას კომიტეტიდან ჰქონდა, სამწუხაროდ, მასში სრულფასოვნად ასახული არ არის,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საკითხზე მეტი კონსულტაციებია საჭირო.

„მე არ მიმაჩნია, რომ სიღარიბის დაზღვევის გზაზე, ბანკთან ურთიერთობაში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მხოლოდ გირავნობის არქონის გამო ვერ იღებენ სესხს, ეს ის რაოდენობაა და ისეთი ტენდენციის შემცველი ინიციატივაა, რომელმაც სიღარიბის დაძლევის გზაზე შესაძლოა ხელშესახები შედეგები მოგვცეს. მიუხედავად სხვადასხვა სკეპტიკური დამოკიდებულებისა და სირთულისა, საგრანტო კომპონენტის დახვეწაზე, რომლის მიხედვითაც ბიზნეს საქმიანობაში ახალი შემომსვლელების რიცხვი უნდა გაზრდილიყო, ამ მიმართულებით საჭიროა მეტი კონსულტაციები,“ - განმარტა კაკულიამ.

შეგახსენებთ: დღეიდან სახელმწიფო პროგრამა – საკრედიტო–საგარანტიო სქემა ამოქმედდა. პროგრამის შესახებ მეტ დეტალს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე: https://www.bm.ge/ka/article/dgeidan-saxelmwifo-programa--sakreditosagarantio-sqema-amoqmeddeba-/31895  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები