პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმდჯომარე რომან კაკულია პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები ჯერ კიდევ ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე ინახება და მისი ინვესტირება არ ხდება.
საქმე იმაშია, რომ საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ფონდში მობილიზებული თანხა ხელშეუხებელი იქნება იქამდე, ვიდრე საინვესტიციო საბჭო არ დაკომპლექტდება, რისთვისაც მინიმუმ 2 თვეა საჭირო.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კაკი ზოიძის გათვლებით კი, საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას 4-5 თვე მაინც დასჭირდება და შესაძლოა, დანაზოგების ინვესტორების პროცესი წლის ბოლომდე ვერ დაიწყოს.
„ეს სწორად მიმაჩნია, რა თქმა უნდა, რადგან ყველაზე რთული საინვეტიციო პოლიტიკაა. არ მივესალმები არანაირ ნაჩქარევ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. არც ველოდი, რომ ეს ამწუთასვე მოხდებოდა. მნიშვნელოვანია, ზუსტად დავაკვირდეთ რა ტიპის საინვესტიციო პოლიტიკა იქნება, თანხების აკუმულირებაც უნდა იყოს იმ დონეზე, რომ ინვესტირებას ჰქონდეს აზრი. აქ პრობლემას ვერ ვხედავ, ჯერჯერობით“, - აცხადებს რომან კაკულია.

























