მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულია: სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში უნდა იყოს

592d96f4a83da
დავით ჯალაღონია
31.05.17 09:40
1866
პარლამენტმა სასოფლოს-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირა. დოკუმენტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები არიან, მათ შორის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, რომელიც ახალი რეგულაციების მიზანს „საქმის კურსთან“ საუბრისას განმარტავს.

"ძირითადი მიზანი არის ის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში იყოს. გარდა ამისა, გვინდა, რომ მთავრობას ბოლომდე არ ჰქონდეს დაკეტილი შესაძლებლობა და როცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იქნება, ჰქონდეს ბერკეტი, რომელსაც უცხოელთან მიმართებაში აამუშავებს. ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ პროექტზე, რომელიც გაცილებით უფრო სხვა ხარისხის არის, ვიდრე კერძო კომერციული მოგება", - აცხადებს კაკულია.

კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ სათანადო პირობების დაცვის შემთხვევაში, არარეზიდენტი ფიზიკური, ან იურიდიული პირის მიერ შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს და 100 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები