მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულია: სახელმწიფო მოხელეების 30%-ის შემცირება შესაძლებელია

5c22481deace8
თამუნა დემეტრაშვილი
25.12.18 19:05
3395
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში თანამშორმელთა 30%-ის შემცირება შესაძლებელია.

დეპუტატის თქმით, ყველა ინსტიტუტმა იცის, რომ მასში მომუშავე მოხელეების 30% რომ არ მუშაობდეს, "ქვეყანა არ დაიქცევა”.

"სახელმწიფო სტრუქტურა და აპარატი რომ არ არის ეფექტური, ამ საკითხზე მე ჩემი ხედვა მაქვს. ვფიქრობ, რომ ადამიანების 30% შესაძლებელია სახელმწიფო სამსახურებში შემცირდეს, ოღონდ ისე კი არა, რომ 2 თვეში გავყაროთ... ჩვენ ამ ფულს მაინც ვიხდით და ჩემი აზრით, წელწადნახევრიანი მაინც უნდა იყოს კომპენსაციების ვადა, როდესაც ამ ადამიანებს გაუშვებ და პარალელურად აამუშავებ დასაქმების სხვადასხვა მექანიზმს. ამ წელიწადნახევარში, მაინც ვიხდით ამ ფულს და ყველა ინსტიტუციამ იცის, რომ მასში არსებული მოხელეების 30% რომ არ იყოს, ქვეყანა არ დაიქცევა. დარჩენილ 70%-ს თუ ეცოდინება, რომ წელიწადნახევრის შემდეგ ის გაორმაგებულ ხელფასს მიიღებს, ასეთ შემთხვევაში შევქმნით ჩვენ კვალიფიკაციას”-განაცხადა კაკულიამ გადაცემაში "საქმის კურსი".

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, შრომის ანაზღაურებაზე მილიარდ 470 მილიონი ლარია გათვალისწინებული; შესაბამისად, "შესამცირებელი" მოხელეების ანაზღაურებაზე დაახლოებით, 441 მილიონი მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები