მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ დარგშია ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებული

5b8ce9ea50e8e
BM.GE
03.09.18 12:00
970
2018 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის საქმიანობების დარგები ლიდერობენ.

საქსტატის მიხედვით დასაქმებულთა სტურქტურა შემდეგნარად ნაწილდება:

- ვაჭრობის სფერო- 25,3%

- დამამუშავებელი მრეწველობა - 13,2%

- მშენებლობა - 10,5%

- ჯანდაცვის და სოციალური მომსახურება - 10,4 %

- ტრანსპორტისა და დასაწყობების მიმართულება - 8,1%

- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგი - 5,4%

ამასთან, II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 44,6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 11,9 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 11,9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 8,8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,2 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3,6 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 12,9 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2018 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,9 პროცენტი) და მშენებლობა (18,7 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (16,8 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,4 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32,2 პროცენტიანი წილი უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები