მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ კომპანიასთან თანამშრომლობენ საქართველოს წამყვანი კლინიკები?

რომელ კომპანიასთან თანამშრომლობენ საქართველოს წამყვანი კლინიკები?
10.08.24 09:45
188

მუდივად დინამიკურ სამედიცინო ბაზარზე, სადაც ჯანდაცვის მოთხოვნები და რეგულაციები საკმაო სიხშირით იცვლება, კლინიკებს აქვთ ვალდებულება, რომ სწრაფად მოახდინონ რეაგირება და ფეხი აუწყონ ბაზრის ცვლილებებს.

პარალელურად, ცვლადია სამედიცინო პროდუქციაც. ინოვაციები ყოველდღიურად ანაცვლებს ჩვენთვის კარგად ნაცნობ, ტრადიციულ პროდუქციას და სამუშაო პროცესს ბევრად უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს ქმნის.

იმისათვის, რომ გადაწყვეტილებების მიღება უფრო მარტივი იყოს, ბაზარზე არსებობს წამყვანი სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერი კომპანია 4ჰოსპიტალს, რომელიც 2014 წლიდან დღემდე, მუდმივად თვალს ადევნებს არა მხოლოდ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს, სწავლობს სიახლეებს და ქართულ კლინიკებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ, უახლეს სამედიცინო პროდუქციას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

კომპანია ერთ ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, რომელმაც შეძლო და უმოკლეს დროში მოიპოვა 300-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების ნდობა და ლოიალურობა საქართველოს მასშტაბით. მისი მთავარი აქტივია ხარისხი, პროფესიონალებით აღჭურვილი გუნდი და კლინიკების დროული, უწყვეტი მომარაგება.

4Hospitals-მა დაიწყო უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს.

წარმოგიდგენთ მრავალპროფილიან ამბულატორიული სერვისების პროვაიდერ კლინიკა პირველს, რომელშიც ფუნქციონირებს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: პედიატრია, გინეკოლოგია, ონკოლოგია, დიაგნოსტიკა.

სამედიცინო დაწესებულება მთლიანად აღჭურვილია საქართველოში არსებული კანონმდებლობით მოთხოვნილი რეგულაციების შესაბამისად. კლინიკის გინეკოლოგიური და ონკოლოგიური განყოფილებების ძირითადი აღჭურვა განხორციელდა 4Hospitals-თან თანამშრომლობის საფუძველზე და შესაბამისად, ორივე განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც კლინიკის მომსახურებას უფრო ხარისხიანს ქმნის პაციენტებისთვის, ხოლო გარემოს - უსაფრთხოს.

კომპანია 4Hospitals აგრძელებს განხორციელებულ პროექტების სერიას, მზად არის კლინიკების სრულად აღჭურვისთვის სამედიცინო ინვენტარით ჯანდაცვის მოთხოვნების შესაბამისად და არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

კომპანიის მიმართულებების სრული ჩამონათვალი და სამედიცინო მოწყობილობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://4hospitals.ge/katalogi/

პროდუქციის ნახვა კი შეგიძლიათ მის განახლებულ შოურუმში, მისამართზე: ლუბლიანას #28.

სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები