ანალიტიკური პლატფორმა Statista შეეცადა პასუხი გაეცა რომელ მედია საშუალებას ჰყავს მეტი მომხმარებელი თანამედროვე მსოფლიოში - ციფრულს თუ ტრადიციულს.
Statista-ს კვლევებით, მოსახლეობაში ტრადიციული მედია საშუალებები, როგორიც რადიო და ტელევიზიაა ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად ისინი პირველ და მეორე ადგილს ინაწილებენ.
პლატფორმა აცხადებს, რომ კვლევები ანალიტიკური პორტალის Nielsen-ის მონაცემებს ემყარება, რომლის მიხედვით, 200 მილიონზე მეტი ზრდასრული ამერიკელი კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც უსმენს რადიოს, რაც მთლიანი მოსახლეობის 91%-ია. მოსახლეობაში პოპულარობით რადიოს შემდეგ ტელევიზია სარგებლობს. მათი განცხადებით, ისინი ტელევიზორთან დღეში მინიმუმ 4 საათსა და 16 წუთს ატარებენ.
მესამე ადგილზე სმარტფონია. დანარჩენ ადგილებს კი სხვა ციფრული საშუალებები ინაწილებენ. მათი სრული რეიტინგი შემდეგნაირია:
1. რადიო
2. ტელევიზია
3. სმარტფონი
4. პერსონალური კომპიუტერი
5. ლეპტოპი
6. ტაბლეტი
7. სათამაშო კონსოლები
8. DVD-ი მოწყობილობები

























