ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს, საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი – 17.3%-ით. რაც შეეხება მიმდინარე წელს და საინვესტიციო ბანკის შეფასებას. Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც წლიურ ჭრილში 10% ზრდა იქნება. კვლევითი ორგანიზაციისვე შეფასებით, 2024 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 14.4%-ით გაიზარდა და 275 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით კი, წლიური ზრდა 34.6%-ს გაუტოლდა.. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 574 მლნ დოლარს შეადგენს. როგორია ტურიზმის აღდგენის დინამიკა და როგორია კერძო სექტორისთვის 2023 წლის მიღებული და 2024 წლის მოსალოდნელი შედგები?
სტუმარი: ია გედევანიშვილი - Check in Travel-ის დირექტორი;