მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ მინისტრებსაც აშანტაჟებდნენ ამით, ისინი დააშანტაჟონ - ფინანსთა მინისტრი

5e05f45ce4d89
ინგა მურუსიძე
27.12.19 16:07
909
ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის თქმით, „TV პირველის“ წარმომადგენლები აკეთებენ ყველაფერს, რომ გადასახადები არ გადაიხადონ, თუნდაც - ერთი თვით.

მაჭავარიანი გამოეხმაურა მედიის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფინანსთა მინისტრის და ტელეკომპანიების ხელმძღვანელების შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა მისი წინამორბედები უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

„შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა მამუკა ბახტაძეზე და არც მისი მინისტრობის პერიოდზე, რომ რამე მინიშნება ყოფილიყო... შეხვედრაზე ვთქვი ის, რაც გუშინ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში და გავიმეორე დღესაც, რატომ მოხდა „რუსთავი 2“-ის მიერ მარტამდე დავალიანების დაგროვება, ხოლო ამის შემდეგ უკვე მესმის, რადგან სტრასბურგის მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ასე იქნებოდა. მე ვთქვი, რომ მესმის მთავრობის წარმომადგენლების, რომლებმაც ეს გაითვალისწინეს. ეს ყველაფერი კი იქამდე იყო, ვიდრე მამუკა ბახტაძე გახდებოდა ფინანსთა მინისტრი. ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში მოიტყუა, მაგრამ რამდენიც უნდათ იტყუონ. რომელ მინისტრებსაც აშანტაჟებდნენ ამით, ისინი დააშანტაჟონ, მაგრამ მთავარია, გადასახადი გადაიხადონ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „TV პირველი" ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ ერთი თვე გადაავადონ გადასახადები.

„TV პირველმა“ დავალიანების გადავადება ითხოვა, ასეც მოხდა და არ გადაიხადა არც ერთი თეთრი, 1 ოქტომბრიდან კი გააორმაგა გადასახადი; ამის შემდეგ კიდევ ითხოვეს გადავადება და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ გადაავადონ. მე ვთქვი, რომ დღეს უნდა გავასწოროთ ყველაფერი და ამის წინააღმდეგი რატომ არიან, არ მესმის. ახლა თანაბარ პირობებში არიან. ტელევიზიებს 2010 წელს ჩამოეწერათ დავალიანებები, მეორედ ჩამოეწერათ 2012 წელს. მესამედ ვალი არ ჩამოწერილა, თუმცა 2017 წლის მარტიდან სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლებამ ვერ გადადგა ისეთი ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც დავიწყეთ ახლა. მე მხოლოდ ეს ვთქვი“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები