მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქალაქებში გაიზარდა ყველაზე მეტად მშენებლობის მიზნით მიწის გაყიდვები ? - მიმოხილვა

646a29b0d9148
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.23 19:02
2380
TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული სამშენებლო სექტორის გზამკვლევის მიხედვით, 2022 წელს, მშენებლობის მიზნით თბილისში მიწის გაყიდვები 2021 წელთან შედარებით შემცირდა, ზუგდიდსა და ბათუმში კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიმოხილვაში მიწების გაყიდვის მაჩვენებელი ქალაქების მიხედვით არის წარმოდგენილი.

„2022 წლის მაჩვენებლები, მართალია აჭარბებს პანდემიამდელ დონეს, მაგრამ ქალაქების უმეტესობაში 2021 წელს ჩამორჩება. 2022 წელს წლიური ზრდა მხოლოდ ბათუმში (+16%), ბაკურიანში (+2%) და ზუგდიდში (+21%) დაფიქსირდა. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, თბილისში დაახლოებით ისეთივე დონე შენარჩუნდა, რაც 2021 წელს და გაყიდვებმა მხოლოდ 1%-ით იკლო. მსგავსი სიტუაცია შეიმჩნევა რუსთავშიც. ქუთაისსა და გორში წლიურად მიწის ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით შემცირდა“, - აღნიშნული მიმოხილვაში.

რაც შეეხება მიწის ღირებულებას, გზამკვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საშუალო შეწონილი ფასის დინამიკა ქალაქების მიხედვით საკმაოდ განსხვავებულია. ამასთან, ყველაზე მაღალი ფასებით, თბილისი გამოირჩევა, სადაც, 2022 წელს, მიწის საშუალო გასაყიდი ფასი $162-ს გაუტოლდა. 1მ²-ის მიხედვით მიწის გასაყიდი ფასით ქალაქების რეიტინგი ასეთია:

1. თბილისი - 162 დოლარი;
2. ბათუმი - 126 დოლარი;
3. გუდაური - 59 დოლარი;

ყველაზე დაბალი ფასები კი გორში, თელავსა და ზუგდიდში შეინიშნება. 2022 წელს ამ ქალაქებში საშუალო ფასი 10 დოლარზე ნაკლები იყო.
„2022 წელს ქალაქების უმეტესობაში მიწის ფასების წლიური ზრდა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩეოდა ქუთაისი, სადაც 2021 წელთან შედარებით საშუალო გასაყიდი ფასი 49%- ით გაიზარდა. თელავში 31%-იანი და თბილისში 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები