მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქალაქში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი?

ნიუ-იორკი

დღეს, მსოფლიოში 3,442 მილიარდერი ცხოვრობს, რაც ყველა დროის რეკორდია. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, რაც გასაგებიცაა, რადგან ის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, სადაც ერთ მხარეს ნიუ-იორკია, მეორე მხარეს კი — სილიკონის ველი. თუმცა ამერიკასთან ერთად, ბევრი მილიარდერი ასევე ცხოვრობს ჩინეთში — მსოფლიოს მეორე ეკონომიკაში, რომელიც კოლოსალური ტემპით ვითარდება. განსაკუთრებით ბევრი მილიარდერი ცხოვრობს ინდოეთში, გერმანიაში და რუსეთში, მაგრამ დღეს მოგიყვებით არა ქვეყნებზე, არამედ ქალაქებზე, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.

#1 — ნიუ-იორკი (აშშ)

მილიარდერები: 129
მშპ: $1.3 ტრლნ
მოსახლეობა: 8.5 მლნ
მშპ ერთ სულზე: $153,000
უმდიდრესი მილიარდერი: მაიკლ ბლუმბერგი

#2 — ლონდონი (გაერთიანებული სამეფო)

მილიარდერები: 97
მშპ: $770 მლრდ
მოსახლეობა: 8.9 მლნ
მშპ ერთ სულზე: $86,000
უმდიდრესი მილიარდერი: გოპი ჰინდუჯა

#3 — შანხაი (ჩინეთი)

მილიარდერები: 92
მშპ: $660 მლრდ
მოსახლეობა: 29.2 მლნ
მშპ ერთ სულზე: $22,500
უმდიდრესი მილიარდერი: კოლინ ჰუანგი

#4 — პეკინი (ჩინეთი)

მილიარდერები: 91
მშპ: $672 მლრდ
მოსახლეობა: 21.8 მლნ
მშპ ერთ სულზე: $30,700
უმდიდრესი მილიარდერი: ჭანგ იმინგი

#5 — მუმბაი (ინდოეთი)

მილიარდერები: 90
მშპ: $278 მლრდ
მოსახლეობა: 22.1 მლნ
მშპ ერთ სულზე: $12,500
უმდიდრესი მილიარდერი: მუკეშ ამბანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები