სამხედრო ავიაცია ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემის საკვანძო ნაწილია, რადგან მისი დახმარებით შესაძლებელია როგორც იერიშის მოგერიება, ასევე მტრის განადგურება, მოკავშირეების დახმარება და ცხელ ზონაში მყოფი ქვედანაყოფების გადარჩენა.
სადაზვერვო და სატვირთო თვითმფრინავებით დაწყებული, B-2 Spirit-ის მასშტაბით ბომბდამშენებით დამთავრებული, საავიაციო ფლანგი ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფოს შუბის წვერია და ამ მიმართულებით დომინაცია ზესახილმწიფოობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები სამხედრო თვითმფრინავების წარმოებაზე ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ და მათ არსენალში შეხვდებით როგორც მცირე ზომის, ასევე საჰაერო დომინაციის და ბირთვული კლასის თვითმფრინავებს.
სამხედრო დრონების რაოდენობით, როგორც წესი, ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოები ლიდერობენ, მათი ტოპ ხუთეული კი ასე გამოიყურება:
1. აშშ - 13,000 ერთეული
2. რუსეთი - 4,300 ერთეული
3. ჩინეთი - 3,500 ერთეული
4. ინდოეთი - 2,200 ერთეული
5. სამხრეთ კორეა - 1,500 ერთეული




























