მსოფლიოს ქვეყნებს შორის წიგნების მკითხველთა რაოდენობითა და კითხვის სიხშირით პირველ პოზიციებს ამერიკის შეერთებული შტატები და ინდოეთი ინაწილებენ.
ჟურნალ CEOWORLD-ის მიერ 102 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელები წელიწადში საშუალოდ 17 წიგნს კითხულობენ, ხოლო ინდოელები - 16 წიგნს. ელექტრონული მედიის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, როგორც ამერიკელები, ისე ინდოელები ელექტრონულ თუ აუდიოწიგნებთან შედარებით უპირატესობას კვლავ ნაბეჭდ წიგნებს ანიჭებენ.
კვლევა, რომელიც CEOWORLD magazine Consumer Insights-მა გამოაქვეყნა, 6.5 მილიონზე მეტ ინტერვიუს ეფუძნება.
წიგნის გლობალურმა ბაზარმა 2026 წელს $150 მილიარდს მიაღწია და პროგნოზების თანახმად, 2034 წლისთვის $224 მილიარდს მიაღწევს.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს TOP-20 ქვეყანას, წელიწადში წაკითხული წიგნების რაოდენობისა და კითხვისთვის დათმობილი დროის მიხედვით:
| ქვეყანა | წაკითხული წიგნები | კითხვისთვის დათმობილი საათები | |
| 1 | აშშ | 17 | 357 |
| 2 | ინდოეთი | 16 | 352 |
| 3 | გაერთიანებული სამეფო | 15 | 343 |
| 4 | საფრანგეთი | 14 | 305 |
| 5 | იტალია | 13 | 278 |
| 6 | კანადა | 12 | 232 |
| 7 | რუსეთი | 11 | 223 |
| 8 | ავსტრალია | 10 | 217 |
| 9 | ესპანეთი | 9 | 187 |
| 10 | ნიდერლანდები | 8 | 182 |
| 11 | შვეიცარია | 6.9 | 157 |
| 12 | ტაივანი | 6.83 | 157 |
| 13 | ბელგია | 6.76 | 155 |
| 14 | სინგაპური | 6.72 | 155 |
| 15 | ჰონგ-კონგი | 6.66 | 155 |
| 16 | სამხრეთ აფრიკა | 6.62 | 154 |
| 17 | ჩინეთი | 6.61 | 154 |
| 18 | ნორვეგია | 6.48 | 153 |
| 19 | ავსტრია | 6.42 | 153 |
| 20 | ისრაელი | 6.42 | 149 |
სად არის რეიტინგში საქართველო?
102 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილზეა. CEOWORLD-ის თანახმად, ქვეყანაში ადამიანები წელიწადში საშუალოდ 4.3 წიგნს კითხულობენ და კითხვას, წლის განმავლობაში, 96 საათს უთმობენ.
ანალოგიური შედეგი აქვს მეზობელ სომხეთსაც. აზერბაიჯანში კი წელიწადში საშალოდ 3.25 წიგნს კითხულობენ და კითხვას 74 საათს უთმობენ.
თურქეთი რეიტინგში 30-ე ადგილზეა, 6 წაკითხული წიგნითა და კითხვისთვის დათმობილი 130 საათით.
რაც შეეხებათ ქვეყნებს, სადაც ყველაზე ნაკლებს კითხულობენ, მათი ოცეული ასე გამოიყუირება:
| ქვეყანა | წაკითხული წიგნები | კითხვისთვის დათმობილი საათები | |
| 83 | იორდანია | 3.43 | 76 |
| 84 | შრი-ლანკა | 3.29 | 76 |
| 85 | მიანმარი | 3.28 | 74 |
| 86 | აზერბაიჯანი | 3.25 | 74 |
| 87 | თურქმენეთი | 3.18 | 74 |
| 88 | ანგოლა | 3.18 | 69 |
| 89 | ომანი | 3.13 | 69 |
| 90 | ქუვეითი | 3.08 | 69 |
| 91 | ეთიოპია | 3.06 | 69 |
| 92 | მაროკო | 2.97 | 67 |
| 93 | კატარი | 2.93 | 67 |
| 94 | ალჟირი | 2.83 | 65 |
| 95 | ყაზახეთი | 2.77 | 65 |
| 96 | ერაყი | 2.77 | 64 |
| 97 | ბანგლადეში | 2.75 | 62 |
| 98 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 2.71 | 60 |
| 99 | საუდის არაბეთი | 2.69 | 60 |
| 100 | პაკისტანი | 2.6 | 60 |
| 101 | ბრუნეი | 2.59 | 60 |
| 102 | ავღანეთი | 2.56 | 58 |
























