მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანაში მოიპოვება ურანის ყველაზე მეტი რაოდენობა?

5bd7116da8798
მარიამ ადამია
29.10.18 20:00
3496
მსოფლიოში ჩამოყალიბდა მოსაზრება, თითქოს ურანი მხოლოდ ატომური ბომბებისა და ბირთვული ელექტროსადგურების შესაქმნელად გამოიყენება, თუმცა რეალურად, ურანს დამატებით კიდევ ბევრი ფუნქცია ეკისრება და საკმაოდ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.

მსოფლიოს მასშტაბით, ურანის მოპოვებით ლიდერი ქვეყანა ავსტრალიაა, სადაც მსოფლიო ბირთვული ასოციაციის მონაცემებით, მსოფლიოში არსებული ურანის რეზერვების დაახლოებით 31.18% მდებარეობს, რაც დაახლოებით 661 ათას ტონა ურანს უტოლდება. სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო, ავსტრალია ბევრი მომპოვებელი კომპანიისთვის იდეალურ ქვეყანას წარმოადგენს.

ურანით მდიდარი ქვეყანაა ყაზახეთიც. აზიურ ქვეყანაში მსოფლიო საწვავის რეზერვების 11.81% მოიპოვება, რაც ჯამში 629 ათას ტონა ურანს უდრის. მოპოვებული ურანის 22% კი ექსპორტზე გადის და რუსეთსა და ჩინეთს შორის ნაწილდება.

რიგით მესამე ქვეყანა ურანის დიდი რეზერვებით - რუსეთია, რომლის სიღრმეებში, სპეციალისტების აზრით, 487.200 ტონა ურანი იმალება, რაც მსოფლიო რესურსის 9.15% -ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბისა და ურანის დიდი რეზერვების მიუხედავად, რუსეთში მხოლოდ 7 ადგილას მოიპოვება ელემენტი.

ურანის მადნის რეზერვებით მდიდარი ქვეყანაა კანადაც, სადაც დაახლოებით 468 ათას 700-ს ტონა ურანს ითვლიან, რაც მსოფლიო რეზერვების, 8,80%-ია. კანადის მთავარი უპირატესობა კი, ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მეზობლად მდებარეობს. მოპოვებული მადნის უდიდესი წილი კი, სწორედ ამ ქვეყანაში გადის.

დიდი რაოდენობით ურანი მოიპოვება, ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ქვეყანა, რომელიც მდიდარია ოქროსა და პლატინის მოპოვებით, საშუალოდ 540 ტონა ურანს აწარმოებს წელიწადში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები