მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე მდიდარი ადამიანები?

შვეიცარიაა

2022 წელს, ერთ ზრდასრულ ადამიანზე - გლობალური საშუალო სიმდიდრე 84 718 დოლარს შეადგენდა. ამ გამოთვლით, შვეიცარია პირველ ადგილზეა ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს. აქ სიმდიდრე ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 685 226 დოლარით განისაზღვრება. შვეიცარიაში მოსახლეობის 15%-ზე მეტი მილიონერია და ქვეყანა მილიონერთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

საშუალო სიმდიდრის მიხედვით, შვეიცარიის მსგავსად, მსოფლიოს ტოპ -10 ქვეყნიდან, ხუთი დასავლეთ ევროპაშია. UBS-მა 39 ქვეყანა შეისწავლა და იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, სადაც ქონების მოცულობა ერთ ზრდასრულ მოქალაქეზე ყველაზე მაღალია. კვლევა 2022 წლის მონაცემებს ასახავს.

ქვეყნებს შორის ერთ ზრდასრულ ადამიანზე - საშუალო სიმდიდრით მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. საუბარია 551 347 ამერიკულ დოლარზე. საერთო ჯამში, ამერიკაში გლობალურად, მილიონერების 38% ცხოვრობს, ეს კი სამჯერ მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქვეყანა - ჩინეთზე. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოსავლების უთანასწორობა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა მსოფლიოში.

რეიტინგში მესამე ადგილზე - ავსტრალიაა. სადაც ერთი ზრდასრული მდიდარი ადამიანის ქონება საშუალოდ 496 819 დოლარს შეადგენს. შემდეგ პოზიციებს კი - დანია, ახალი ზელანდია და ნორვეგია ინაწილებენ. მეშვიდე ადგილზეა სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, შემოსავლების უთანასწორობა, სინგაპურში - ამერიკის დონეზეა. ათეულს კანადა, ნიდერლანდები და ბელგია ავსებს.

მონაცემები საშუალო სიმდიდრისგან განსხვავებულია მედიანური სიმდიდრის შემთხვევაში. მედიანურ ცხრილში პირველ ადგილს ბელგია იკავებს. ერთ ზრდასრულზე - 249,937 დოლარით. როგორც კვლევის ავტორი განმარტავს, ოჯახების შემოსავლების ზრდა ბელგიაში უძრავი ქონების მაღალმა ღირებულებამ განაპირობა. შეჯამებისთვის მედიანური სიმდიდრე ყველაზე სწრაფად ჩინეთში (27,273 დოლარი) გაიზარდა, საუბარია 2000 წლიდან დაახლოებით რვაჯერ ზრდაზე. ქვეყნის სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ ბევრი ოჯახი საშუალო ფენად აქცია, თუმცა ქვეყანაში შემოსავლების უთანასწორობაც მაღალია.

როგორც მონაცემებიდან ირკვევა ქვეყნებში საშუალო და მედიანური სიმდიდრე ორ სრულად განსხვავებულ მონაცემებს წარმოადგენს. ყველაზე დიდი სხვაობა ამ ორ მონაცემს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ერთ ზრდასრულ ადამიანზე მედიანური სიმდიდრე 107 739 დოლარს შეადგენს, რაც 80,5% დაბალია ვიდრე სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი.

დიდი სხვაობის მიხედვით, აშშ- შემდეგ სამხრეთ აფრიკა, რუსეთი და ინდოეთი მოდის. საშუალო და მედიანური სიმდიდრეს შორის თითქმის უმნიშვნელო სხვაობაა - ბელგიაში, სადაც მედიანური სიმდიდრე ერთ ადამიანზე $249,937 დოლარით, ხოლო საშუალო სიმდიდრე 352,814 დოლარით ფასდება.

ამ ორ მონაცემს შორის მცირე სხვაობაა - საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები