მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანაშია მედია ყველაზე თავისუფალი?

607ee7a31bcb6
ნათია თაქთაქიშვილი
20.04.21 23:20
586
ანალიტიკურმა პორტალმა Statista-მ „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2021“ გამოაქვეყნა, რომელიც ორგანიზაცია Reporters Without Borders-მა მოამზადა. ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი შესწავლილი 180 ქვეყნიდან 73%-ში შეზღუდულია.

„ახალი კვლევები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად არის გაუარესებული მოსახლეობის წვდომა ინფორმაციასთან და სიახლეებთან. კორონავირუსის პანდემია გამოყენებულ იქნა ჟურნალისტების დასაბლოკად. ჟურნალისტები ყოველდღიურად აწყდებიან სირთულეებს საგამოძიებო რეპორტაჟების და მასალების მომზადებისას. განსაკურებით რთული მდგომარეობაა აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპის ნაწილში“, - აღნიშნულია კვლევაში.

„მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით ყველაზე ცუდი მდგომარეობა ერითრეაშია, რომელიც აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოს წარმოადგენს. ერითრეა ჩამონათვალში სულ ბოლო 180-ე ადგილზეა, ბოლოდან მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ კორეა, ხოლო მესამე - თურქმენეთი.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც პრესის თავისუფლების ყველაზე კარგი მაჩვენებლებია, პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს, მეორე ადგილზე - ფინეთია, ხოლო მესამეზე - შვედეთი.

„მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2021-ის“ მიხედვით, საქართველო მე-60 ადგილს იკავებს, გერმანია მე-13 ადგილზეა, იტალია 41-ზე, საფრანგეთი - 34-ზე, ესპანეთი - 29-ზე, ხოლო საბერძნეთი 70-ზე. რაც შეეხება აშშ-ს, ის პრესის თავისუფლების ჩამონათვალში 44-ე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები