მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანაშია ყველაზე მაღალი გადასახადები?

5c07c74d61e66
ლევან თაღიაშვილი
05.12.18 18:40
1600
Wall Street ჟურნალის მიხედვით, ყველაზე მაღალი გადასახადები 2017 წელს საფრანგეთში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მაღალი გადასახადების და ნავთობის მაღალი ფასის გამო დაიწყო პროტესტი პარიზის ქუჩებში.

"ეკონომიკური კოოპერაციის ორგანიზაციამ" კვლევა 36 ქვეყანაში ჩაატარა.

აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში სახელმწიფო გადასახადები ეკონომიკის  გამოშვების 46.2% იყო. მეორე ადგილზე დანია გავიდა, სადაც გადასახადები 46%-ია. მესამე ადგილზე შვედეთია, მეოთხეზე - იტალია, ხუთეულს კი,  საბერძნეთი კრავს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ 10 ქვეყანას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეადგენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები