მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნები ლიდერობენ ბუნებრივი აირის წარმოებაში?

გაზი

ბუნებრივი აირი გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ენერგეტიკული რესურსია. საინტერესოა, რომ ბუნებრივი აირის წარმოებაში ლიდერობა ყოველთვის არ ნიშნავს უდიდესი რეზერვების ფლობას. მაშინ, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა ყოველ კუბურ მეტრ გაზს მაქსიმალურად ითვისებს, ზოგიერთ მათგანს წარმოების ინდუსტრიაც კი არ აქვს განვითარებული.

ამჯერად წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, რომლებიც ბუნებრივი აირის წარმოებისა და მარაგების მოცულობით ლიდერობენ.

ტოპ 5 ქვეყანა ბუნებრივი აირის წლიური მოპოვების მიხედვით:

1) აშშ
წლიური მოპოვება: 1,030 მლრდ კუბური მეტრი
მარაგი: 12,500 მლრდ კუბური მეტრი

2) რუსეთი
წლიური მოპოვება: 700 მლრდ კუბური მეტრი
მარაგი: 47,000 მლრდ კუბური მეტრი

3) ირანი
წლიური მოპოვება: 260 მლრდ კუბური მეტრი
მარაგი: 34,000 მლრდ კუბური მეტრი

4) ჩინეთი
წლიური მოპოვება: 240 მლრდ კუბური მეტრი
მარაგი: 6,500 მლრდ კუბური მეტრი

5) კანადა
წლიური მოპოვება: 200 მლრდ კუბური მეტრი
მარაგი: 2,400 მლრდ კუბური მეტრი


ტოპ 5 ქვეყანა ბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით:

1) რუსეთი
მარაგი: 48,000 მლრდ კუბური მეტრი

2) ირანი
მარაგი: 34,000 მლრდ კუბური მეტრი

3) კატარი
მარაგი: 24,000 მლრდ კუბური მეტრი

4) აშშ
მარაგი: 15,000 მლრდ კუბური მეტრი

5) თურქმენეთი
მარაგი: 13,000 მლრდ კუბური მეტრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები