საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას (IMF) მსოფლიოში ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა წარმოადგენს. ფონდი ქვეყნებს ფინანსურ რესურსებსა და ექსპერტულ ცოდნას ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტის დაბალანსების მიმართულებით აწვდის. 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ფონდის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 119 მილიარდი SDR-ია, რაც $169 მილიარდი დოლარის ტოლია.
ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი საკრედიტო პორტფელი აქვს არგენტინას, რაც 41.8 მილიარდ SDR-ს ანუ 59.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. არგენტინის და IMF-ის ურთიერთობა მრავალწლიანია და ის არაერთ კრიზისს, დეფოლტსა და ჰიპერინფლაციას ითვლის, რომელთა მიუხედავადაც ფონდი მაინც აგრძელებს გამუდმებულ კრიზისში მყოფი არგენტინისთვის მაშველი რგოლის ფუნქციის შესრულებას. მეორე ადგილზეა უკრაინა 10.5 მილიარდი SDR-ით, რაც 14.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ვალი კი 370 მილიონი SDR, ანუ 525 მილიონი დოლარია.
ქვეყნების ვალი სავალუტო ფონდის მიმართ 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით:
| # | წევრი ქვეყანა, | ვალის ნაშთი IMF-ის მიმართ |
| 1 | არგენტინა | $59,340,380,000 |
| 2 | უკრაინა | $14,844,637,409 |
| 3 | ეგვიპტე | $9,790,274,046 |
| 4 | ეკვადორი | $9,387,525,344 |
| 5 | პაკისტანი | $9,358,273,343 |
| 6 | კოტ-დ’ივუარი | $4,408,655,693 |
| 7 | კენია | $4,291,254,058 |
| 8 | ბანგლადეში | $4,150,140,990 |
| 9 | განა | $3,804,137,400 |
| 10 | ანგოლა | $3,778,489,843 |
| 11 | კონგო | $2,773,047,000 |
| 12 | კოსტა-რიკა | $2,544,057,800 |
| 13 | შრი-ლანკა | $2,400,872,126 |
| 14 | ეთიოპია | $2,263,030,570 |
| 15 | იორდანია | $2,155,058,979 |
| 16 | ტანზანია | $1,896,736,600 |
| 17 | კამერუნი | $1,770,498,600 |
| 18 | ზამბია | $1,608,490,800 |
| 19 | უგანდა | $1,409,705,000 |
| 20 | სუდანი | $1,408,002,420 |
| 21 | სენეგალი | $1,375,508,542 |
| 22 | სერბეთი | $1,348,233,200 |
| 23 | მაროკო | $1,331,250,000 |
| 24 | მადაგასკარი | $1,070,964,284 |
| 25 | ბენინი | $1,068,299,264 |
| 26 | მოლდოვა | $1,034,909,623 |
| 27 | პაპუა-ახალი გვინეა | $1,029,684,600 |
| 28 | რუანდა | $855,908,550 |
| 29 | იამაიკა | $839,035,400 |
| 30 | მოზამბიკი | $774,297,600 |
| 31 | ტუნისი | $705,277,716 |
| 32 | ჰონდურასი | $699,621,968 |
| 33 | ჩადი | $671,860,220 |
| 34 | კოლუმბია | $665,625,000 |
| 35 | ნიგერი | $617,311,630 |
| 36 | სურინამი | $611,594,000 |
| 37 | ბარბადოსი | $586,288,447 |
| 38 | მალი | $563,260,892 |
| 39 | გაბონი | $560,985,200 |
| 40 | ნეპალი | $534,772,000 |
| 41 | საქართველო | $525,991,667 |
| 42 | ავღანეთი | $519,305,360 |
| 43 | კონგო | $496,886,400 |
| 44 | ბურკინა-ფასო | $477,314,540 |
| 45 | ტოგო | $474,639,260 |
| 46 | მავრიტანია | $472,604,400 |
| 47 | სიერა-ლეონე | $457,014,788 |
| 48 | გვინეა | $451,468,126 |
| 49 | მალავი | $420,399,520 |
| 50 | სამხრეთ სუდანი | $349,320,000 |
| 51 | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | $323,569,578 |
| 52 | მიანმარი | $305,765,050 |
| 53 | ჩრდილოეთ მაკედონია | $288,884,800 |
| 54 | ლიბერია | $247,794,544 |
| 55 | ჰაიტი | $245,679,525 |
| 56 | ელ სალვადორი | $244,694,400 |
| 57 | პარაგვაი | $207,320,000 |
| 58 | კოსოვო | $201,742,240 |
| 59 | ტაჯიკეთი | $197,664,000 |
| 60 | გამბია | $181,156,500 |
| 61 | სეიშელი | $150,955,230 |
| 62 | ბურუნდი | $142,142,000 |
| 63 | სომალი | $134,190,000 |
| 64 | უზბეკეთი | $130,711,000 |
| 65 | სომხეთი | $109,362,625 |
| 66 | კაბო-ვერდე | $108,808,920 |
| 67 | ნამიბია | $101,760,750 |
| 68 | ყირგიზეთი | $101,476,608 |
| 69 | მონღოლეთი | $99,032,880 |
| 70 | გვინეა-ბისაუ | $78,550,708 |
| 71 | ნიკარაგუა | $76,912,525 |
| 72 | ეკვატორული გვინეა | $64,738,156 |
| 73 | ბოსნია და ჰერცეგოვინა | $52,526,688 |
| 74 | ჯიბუტი | $45,156,000 |
| 75 | სან-ტომე და პრინსიპი | $44,013,522 |
| 76 | ალბანეთი | $40,730,343 |
| 77 | კომორის კუნძულები | $32,873,966 |
| 78 | სენტ-ლუსია | $30,388,000 |
| 79 | მალდივები | $30,104,000 |
| 80 | სენტ-ლუის ვინსენტი და გრენადინები | $28,218,879 |
| 81 | გრენადა | $26,128,000 |
| 82 | სამოა | $23,004,000 |
| 83 | ტონგა | $19,596,000 |
| 84 | ლესოტო | $16,557,200 |
| 85 | დომინიკა | $15,470,900 |
| 86 | სოლომონის კუნძულები | $9,882,801 |




























