მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქვეყნებს ჰყავს ყველაზე მეტი მილიარდერი ანტრეპრენიორი?

მლრდ
BM. GE
18.07.25 00:05
297

მსოფლიოს განვითარება ოდიდთგანვე იმ გონიერი ადამიანების ძალისხმევაზე იდგა, რომელთაც გაბედული ნაბიჯების გადადგმის, გარისკვის და სამყაროს ცვლილების არასდროს ეშინოდათ.

უბრალოდ, ძველ და ახალ ეპოქას შორის მთავარი განმასხვავებელი მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და ის რეალური სარგებელია, რომელსაც გამომგონებლები ნახულობენ.

დევნა და დაუფასებლობა აღიარებამ და სწრაფად გამდიდრებამ შეცვალა. ამ კუთხით, 21 საუკუნე გამორჩეულია. კაცობრიობის ისტორიაში, დროის ასე მოკლე მონაკვეთში ამდენი ადამიანი თვითშემდგარ მილიარდერად არასდროს ქცეულა.

გასულმა 25-მა წელმა უამრავი წარმატებული ანტრეპრენერი შვა და მათმა დიდმა ნაწილმა წარმატებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაღწია. ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი და Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი არიან, სწორედ ამერიკაში იქცნენ უდიდესი გავლენის მქონე პირებად. Forbes-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 902 ანტრეპრენერი მილიარდერი სწორედ აშშ-დან არის.

21-ე საუკუნესა და ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ მდიდარ მეწარმეებზე ვსაუბრობთ და შეუძლებელია არ ვახსენოთ ჩინეთი. ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორც Alibaba-ს შემქმნელი ჯეკ მა და WeChat-ის დამაარსებელი პონი მა არიან, სწორედ ამ უძლიერესი აზიური ქვეყნიდან არიან. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში 516 ანტრეპრენერი მილიარდერია.

მილიარდერი ანტრეპრენერის რაოდენობას არც ინდოეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უჩივიან. მათი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები ინდოეთის უმდიდრესი მოქალაქე, მუკეშ ანბანი, Lidl-ის მფლობელი დიტერ შვარცი და ტექნოლოგიური კომპანია Dyson Ltd-ს დამფუძნებელი, ჯეიმს დაისონი არიან. აღსანიშნავია, რომ მდიდარი მეწარმეები ამ ხსენებულ ქვეყნებშიც საკმაოდ არიან. Forbes-ის ინფორმაციით, ინდოეთში 205, გერმანიაში 171, ხოლო დიდ ბრიტანეთში 55 მილიარდერი ანტრეპრენერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები