მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებს წარმოეშვათ ჰააგის სასამართლოს მიერ, პუტინის დაკავების ორდერის აღსრულების ვალდებულება? - განმარტება

6414a216ed022
BM.GE
17.03.23 21:20
1348
ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულების ვალდებულება რომის სტატუტის მონაწილე 123 სახელმწიფოს წარმოეშვა", - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჰააგის სახელმწიფომ პირველად გასცა სახელმწიფოს მეთაურის წინასწარი დაკავების ორდერი. ჰააგის ორდერი შეცვლის რომის სტატუტის არაწევრი სახელმწიფოების ლიდერთა დამოკიდებულებას და ქცევას პუტინის და მისი რეჟიმის მიმართ.

ქართველმა მოსამართლემ, გოჩა ლორთქიფანიძემ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს საქმის არსებით განხილვაში. იგი 2021 წლიდან არის ჰააგის ტრიბუნალის მოსამართლე", - წერს ლევან ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. დაკავების ორდელი, გაიცა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები