მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გადის ქართული მინერალური წყლები? - TOP-10 ექსპორტიორი კომპანია

645a0b589e394
ვიქტორია მღებრიშვილი
09.05.23 15:12
3716
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 20.2%-ით შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანამ იანვარ-მარტში მინერალური წყლების რეალიზებით 26.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ამგვარად უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო დასახელებებს შორის 1.8%-იანი წილით მერვე ადგილი დაიკავა.

ქართული მინერალური წყლების მთავარი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი იყო. საანგარიშო პერიოდში წყლების ექსპორტის 61.7% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. ამასთან, მინერალური წყლების რეალიზების ჯამური შემცირების მიუხედავად, რუსეთში ექსპორტი 12%-ით გაიზარდა.

10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. რუსეთი - 16.1 მლნ დოლარი, 29 624 ტონა;
2. ყაზახეთი - 3 მლნ დოლარი, 3 954 ტონა;
3. ლიეტუვა - 2.2 მლნ დოლარი, 3 023 ტონა;
4. უზბეკეთი - 1.7 მლნ დოლარი, 1 949 ტონა;
5. ბელარუსი - 372 ათასი დოლარი, 879 ტონა;
6. გერმანია - 349 ათასი დოლარი, 302 ტონა;
7. მოლდოვა - 285 ათასი დოლარი, 325 ტონა;
8. აშშ - 268 ათასი დოლარი, 528 ტონა;
9. ტაჯიკეთი - 246 ათასი დოლარი, 248 ტონა;
10. ლატვია - 243 ათასი დოლარი, 508 ტონა.

BM.GE-მ საქსტატიდან მინერალური და მტკნარი წყლების TOP-10 ექსპორტიორი კომპანია გამოითხოვა, რომლებიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ბაზარზე მინერალურ წყლებს ყიდდნენ. ესენია: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი; სს წყალი მარგებელი; შპს აქვა გეო; შპს გბ ლოჯისტიკი; შპს ვოთერლენდი; შპს კოკა-ტაური; შპს ლოადს; შპს საირმე მინერალ ვოთერს; შპს წაღვერი; შპს ჯი ოუ გრუპ.

შენიშვნა: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები