OpenAI-ის მიერ ჩატბოტ ChatGPT-ის გაშვებიდან თითქმის ორი წელი გავიდა. გამოგონებამ, რომელმაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას დაუდო საფუძველი, დიდი ტექნოლოგიური კომპანიები AI რბოლაშიც ჩართო. თუმცა დროთა განმავლობაში ChatGPT-იმ სიახლის ელფერი დაკარგა და ფართოდ გამოყენებადი პლატფორმაც გახდა.
Boston Consulting Group-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ChatGPT-ის ყველაზე აქტიურად იმ ქვეყნებში იყენებენ, რომელთა მოსახლეობის მედიანური ასაკი უფრო ახალგაზრდაა. გამოკვლეულ ქვეყნებს შორის ასეთი ინდოეთი აღმოჩნდა, სადაც მოსახლეობის 45% ChatGPT-ის მომხმარებელია, რაც ქვეყანაში გავრცელებული IT-სამსახურით აიხსნება, რისთვისაც გენერაციული AI ერთ-ერთი საჭირო ატრიბუტია.
ახალგაზრდა ქვეყნებში ChatGPT-ის მომხმარებელთა მაღალი წილი სრულ მოსახლეობაში იმითაც აიხსნება, რომ ახალგაზრდები ტექნოლოგიურ სიახლეებს შედარებით მარტივად უწყობენ ფეხს.
ქვეყნები, რომელთა მოსახლეობაც (%) ყველაზე აქტიურად იყენებს ChatGPT-ის:
- ინდოეთი - 45%
- მაროკო - 38%
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 34%
- არგენტინა - 32%
- ბრაზილია - 32%
- ინდონეზია - 32%
- სამხრეთ აფრიკა - 31%
- ფილიპინები - 28%
- შვედეთი - 27%
- სამხრეთ კორეა - 26%
- თურქეთი - 23%
- აშშ - 23%
- ავსტრალია - 22%
- მექსიკა - 22%
- დიდი ბრიტანეთი - 22%
ამასთან, Boston Consulting Group-ის კვლევამ ის მიმართულებებიც გამოავლინა, რისთვისაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩატბოტს ყველაზე ხშირად იყენებენ. მაგალითად, ინდოეთსა და ფილიპინებში, სადაც ChatGPT-ის მოხმარების მაჩვენებელი მაღალია, პლატფორმას კონკრეტული მიზნებით იყენებენ, როგორც დამხმარეს სამეცნიერო კვლევაში ან პერსონალურ ვირტუალურ ასისტენტს.
ამავე დროს, იმ ქვეყნებში, სადაც ChatGPT-ის შედარებით ნაკლებად იყენებენ, მაგალითად გერმანიაში (18%) გენერაციული AI მხოლოდ დროის გასაყვანად/გასართობად გამოიყენება.