2024 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - საექსპორტო შემოსავალმა 156.6 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტია. მთლიანად ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 54.4 ათას ტონას შეადგენდა.
მიღებული შემოსავლის მიხედვით, მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთის ფედერაცია ნარჩუნდება, რომელზეც ექსპორტის 71% მოდის. რუსეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 111.2 მილიონ დოლარს შეაგენდა, მოცულობა კი 40.8 ათასი ტონა იყო.
TBC Capital-ის თანახმად, რაც 2023 წლის საექსპორტო ფასებს ეფუძნება, საქართველოდან ღვინო ყველაზე ძვირად იაპონიის ბაზარზე იყიდება, რაც 7.1 დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე იაფი ღვინო ექსპორტზე პოლონეთში გადის, სადაც საშუალო საექსპორტო ფასი 2.5 დოლარია.
2024 წლის პირველ ნახევარში TOP-10 ქვეყნის რეიტინგი, სადაც ღვინის ექსპორტი ყველაზე მაღალია:
- რუსეთი - $111.1 მლნ, 40 826 ტონა;
- პოლონეთი - $7.8 მლნ, 3 177 ტონა;
- უკრაინა - $6 მლნ, 2 209 ტონა;
- ყაზახეთი - $5.2 მლნ, 1 596 ტონა;
- ბელარუსი - $3.9 მლნ, 1 432 ტონა;
- აშშ - $3.9 მლნ, 653 ტონა;
- ჩინეთი - $3.8 მლნ, 1 120 ტონა;
- გერმანია - $2.9 მლნ, 674 ტონა;
- ლატვია - $2.1 მლნ, 542 ტონა;
- ლიეტუვა - $1.1 მლნ, 289 ტონა.