მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია მოსახლეობა ყველაზე ბედნიერი?

6387436ab0aee
გიორგი თოლორდავა
30.11.22 16:23
1862
პიროვნული ბედნიერების განმსაზღვრელი ფაქტორების სუბიექტურობის მიუხედავად, 2002 წლიდან მოყოლებული გაეროს ანგარიშზე დაყრდნობით ყოველწლიურად ქვეყნდება რეიტინგი მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი სახელმწიფოების შესახებ.

გლობალური ბედნიერების ინდექსი სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური და გეოგრაფიული ინდიკატორების გათვალისწინებით სახელმწიფოებს შესაბამის სარეიტინგო ქულებს ანიჭებს.

ინდექსის სათავეში მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა თავს უფრო დაცულად, კმაყოფილად და ბედნიერად გრძნობს, ვიდრე რეიტინგის ბოლოში მყოფი ქვეყნის მოსახლეობა.

გლობალური რეიტინგში უმეტესწილად მაღალგანვითარებული, მდიდარი სახელმწიფოები დომინირებენ. ამჟამად სიის სათავეში ფინეთია, რომელსაც 10-ბალიან სკალაზე 7.842 ქულა აქვს; მეორე ადგილზე დანიაა, ხოლო მესამე ადგილს შვეიცარია იკავებს.

რაც შეეხება საქართველოს, ის 10-დან 4.891  ქულით საერთაშორისო რეიტინგში 106-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი:

1. ფინეთი - 7.842
2. დანია - 7.620
3. შვეიცარია - 7.571
4. ისლანდია - 7.554
5. ნიდერლანდები - 7.464
6. ნორვეგია - 7.392
7. შვედეთი - 7.363
8. ლუქსემბურგი - 7.324
9. ახალი ზელანდია - 7.277
10. ავსტრია - 7.268

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები