მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია მოსახლეობა ყველაზე ბედნიერი?

641ae1e05dda8
გიორგი თოლორდავა
22.03.23 16:10
1486
პიროვნული ბედნიერების განმსაზღვრელი ფაქტორების სუბიექტურობის მიუხედავად, 2002 წლიდან მოყოლებული გაეროს ანგარიშზე დაყრდნობით ყოველწლიურად ქვეყნდება რეიტინგი მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი სახელმწიფოების შესახებ.

გლობალური ბედნიერების ინდექსი სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური და გეოგრაფიული ინდიკატორების გათვალისწინებით, სახელმწიფოებს შესაბამის სარეიტინგო ქულებს ანიჭებს.

ინდექსის სათავეში მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა თავს უფრო დაცულად, კმაყოფილად და ბედნიერად გრძნობს, ვიდრე რეიტინგის ბოლოში მყოფი ქვეყნის მოსახლეობა.

გლობალური რეიტინგში უმეტესწილად მაღალგანვითარებული, მდიდარი სახელმწიფოები დომინირებენ. ამჟამად სიის სათავეში ფინეთია, რომელსაც 10-ბალიან სკალაზე 7.8 ქულა აქვს; მეორე ადგილზე დანიაა, ხოლო მესამე ადგილს ისლანდია იკავებს.

რაც შეეხება საქართველოს, ის 10-დან 5.1 ქულით საერთაშორისო რეიტინგში 90-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი:

1. ფინეთი - 7.8/10
2. დანია - 7.6
3. ისლანდია - 7.5
4. ისრაელი - 7.5
5. ნიდერლანდები - 7.4
6. შვედეთი - 7.4
7. ნორვეგია - 7.3
8. შვეიცარია - 7.2
9. ლუქსემბურგი - 7.2
10 ახალი ზელანდია - 7.1


ბედნიერების რეიტინგი რეგიონის ქვეყნებში:

70. რუსეთი - 5.7
79. სომხეთი - 5.3
90. საქართველო - 5.1
92. აზერბაიჯანი - 5.1
106. თურქეთი - 4.6

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები