მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქვეყნებშია ტაქსი ყველაზე ძვირი და იაფი

5d15e12f1138a
მიხეილ ხაჩიძე
28.06.19 22:20
1977

ონლაინ  პლატფორმა taxi2airport.com-მა მსოფლიოს  პოპულარულ ტურისტულ ქვეყნებში ტაქსების ფასები შეადარა და  რეიტინგი გამოაქვეყნა.  ფასები სხვადასხვა ქვეყანაში  5 კილომეტრიან მონაკვეთზე ტაქსით მგზავრობით დახარისხდა.  

გაირკავა, რომ ყველაზე იაფი ტაქსით  გადაადგილება  ეგვიპტეშია,  სადაც ხუთ კილომეტრში მძღოლი მხოლოდ 0,84 ცენტს მოგთხოვთ.  მას ინდოეთი, ტაილანდი, ინდონეზია, მალაიზია, თურქეთი, ჩინეთი, არგენტინა და ვიეტნამი მოსდევს.

ევროპულ ქვეყნებში კი ტაქსით მგზავრობა ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია, სადაც ხუთ კილომეტრიან მანძილზე მგზავრობისთვის  ტაქსისთვის 22,68 დოლარის  გადახდა მოგიწევთ. 

ყველაზე ძვირია ტაქსით მომსახურების რეიტინგში მეორე ადგილზე იაპონიაა. მას მოსდევს, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია და ა.შ

ინტერნეტპორტალის ინფორმაციით, ქვეყნებში კი, სადაც ტაქსებში ტაქსომეტრი არ აყენია, ფასების დადგენა ვერ მოხერხდა, მათ შორისაა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანიც.

 

ტაქსით გადაადგილება ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:

ეგვიპტე: 0,84 ცენტი

ინდოეთი: 1,29 $

ტაილანდი: 1,41 $

ინდონეზია: 1,68 $

მალაიზია: 1,70 $

მექსიკა: 1,80 $

თურქეთი: 2,24 $

ჩინეთი: 2,41 $

არგენტინა: 2,44 $

ვიეტნამი: 2,47 $

 

ტაქსით გადაადგილება ყველაზე ძვირი  შემდეგ ქვეყნებშია:

შვედეთი: 9,91 $

საფრანგეთი: 10.00 $

დიდი ბრიტანეთი: 10,08 $

ახალი ზელანდია: 10,53 $

ავსტრია: 11,60 $

ბელგია: 12,90 $

ნიდერლანდები: 13,40 $

გერმანია:13,80 $

იაპონია: 15,64 $

შვეიცარია: 22,68 $

 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები