ანალიტიკური პლატფრომა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ელექტრონულ ავტომობილებზე.
ანალიტიკური პორტალი წერს, რომ ყველაზე მეტი ელექტრონული და ჰიბრიდული მანქანა ჩინეთში გაიყიდა. 2020 წელს გაყიდული ავტომობილების საერთო რაოდენობამ 1,246,000 შეადგინა, ეს რიცხვი 15%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.
Statista-ს მონაცემებით, ჩინეთს შემდეგ ელექტრნულ ავტომობილებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა გერმანიაშია, სადაც გასულ წელს 394,943 ავტომობილი გაიყიდა, ზრდამ 2019 წელთან შედარებით 263% შეადგინა.
ელექტრნულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაზრდილია აშშ-იც. ზრდამ 2019 წელთან შედარებით 4% შეადგინა და 2020-ში 328,000 ელექტრონული ავტომობილი გაყიდეს.
TOP ქვეყნები, სადაც ელექტრონულ ავტომობილებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა:
1.ჩინეთი - 1,246,000 ელექტრონული ავტომობილი
2.გერმანია - 394,943 ელექტრონული ავტომობილი
3.აშშ - 328,000 ელექტრონული ავტომობილი
4.საფრანგეთი - 185,719 ელექტრონული ავტომობილი
5.დიდი ბრიტანეთი - 175,082 ელექტრონული ავტომობილი
6.ნორვეგია - 105,709 ელექტრონული ავტომობილი