მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია ყველაზე ძვირი კვების ობიექტები?

5bed4fde03cda
BM.GE
15.11.18 14:51
954
გერმანული Deutsche Bank-ის უახლეს კვლევაში, მსოფლიოს 50 ქალაქია მოცემული სადაც კვების ობიექტებში სადილი ყველაზე ძვირია.

ყველაზე ძვირი სადილი შვეიცარიაში, კერძოდ, ციურიხში შუა საუკუნეებში აგებულ კაფეებსა და რესტორნებშია - სადილი ორ კაცზე დაახლოებით 72 ამერიკული დოლარი ღირს.

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩასული ტურისტები ხშირად რესტორან ნომას სტუმრობენ. ამ ქალაქში სადილი ორ კაცს დაახლოებით 60 ამერიკული დოლარი უჯდება.
60 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ სადილი სან-ფრანცისკოშიც. ამ ქალაქში კვებასთან ერთად განთავსების ობიექტებიც ძვირია, თუმცა მოგზაურები სხვა ალტერნატივას მიმართავენ და სან-ფრანცისკოდან 10 წუთის მანძილზე, ქალაქ ოკლენდში რჩებიან, სადაც კვებაც და სასტუმროც გაცილებით უფრო იაფია.

ამსტერდამში დაახლოებით 1500 კაფე ბარია, როგორც გერმანული დოიჩე ბანკის ანალიტიკოსები ამბობენ, ამ ქალაქში სადილი ორ კაცს დაახლოებით 59 ამერიკული დოლარი უჯდება.

ნიუ იორკის ქუჩები კაფეებით, ბარებითა და რესტორნებითაა დატვირთული. ნიუ იორკში სადილობა კი ორ კაცს დაახლოებით 57 ამერიკული დოლარი უჯდება.

Deutsche Bank-მა ამ ქვეყნებთან ერთად მთლიანობაში სულ 50 ქალაქი გამოვლინა, სადაც კვების გამო ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები განსაკუთრებულად მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები