ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე ამერიკის გადაწყვეტილებას ველოდებით. ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დღეს პარლამენტში გააკეთა, სადაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის საკითხზე მოხსენება ჰქონდა. რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები? რაიმე სიახლე თუ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით?