მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ საათებში შეიზღუდება ელექტრომომარაგება თბილისის კონკრეტულ ქუჩებზე დღეს?

თელასი
12.01.24 08:23
429

12 იანვარს ჩასატარებელი სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კობარეთის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, უბილავას, ვაჟა ივერიელის, წინანდლის, ნოსირის, ახმეტის, კასპის, ავლიპ ზურაბიშვილის, თელავის, ხახანაშვილის და დოესის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმანის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ნინოშვილის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, ალეკო გობრონიძის, მარკ ბრონშტეინის, რამაზ შენგელიას და ონის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბეთლემის, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, სამღებროს, შარდენის, ჰოვანეს თუმანიანის და ორპირის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქუჩიშვილის, კოსტავას, ღამბაშიძის, იაკობ ნიკოლაძის და როდენის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.