დღეიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის კონკრეტულ საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში სამშენებლო საქმიანობა იზღუდება. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება და 12 თებერვალს მიიღო, საკანონმდებლო მაცნეზე კი 13 თებერვალს გამოქვეყნდა.
რეგულაცია ძალაში დღეიდან - 19 თებერვლიდან ამოქმედდა. დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე და გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელებთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობა გზის შემდეგ მონაკვეთებზე შეიზღუდება:
|
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ინდექსი და დასახელება |
საავტომობილო გზის მონაკვეთი |
საქმიანობა |
|
(ს-1) თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) |
საავტომობილო გზის კმ16+000 - კმ248+000 (თბილისის გასასვლელი - სამტრედიის კვანძი) მონაკვეთი |
სამშენებლო საქმიანობა |
|
(ს-2) სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) |
საავტომობილო გზის კმ48+000 - კმ122+900 (წყალწმინდის კვანძი - სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი) მონაკვეთი |
სამშენებლო საქმიანობა |
|
(ს-4) თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) |
საავტომობილო გზის კმ12+800 - კმ57+000 მონაკვეთი |
სამშენებლო საქმიანობა |
|
(ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) |
საავტომობილო გზის კმ19+500 - კმ162+800 მონაკვეთი |
სამშენებლო საქმიანობა |
|
(ს-7) მარნეული (კოსტავას ქუჩიდან)- სადახლო (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) |
საავტომობილო გზის კმ18+000 - კმ34+000 მონაკვეთი |
სამშენებლო საქმიანობა |
|
(ს-9) თბილისის შემოსავლელი |
საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ49+000 მონაკვეთი |
სამშენებლო საქმიანობა |
|
(ს-12) სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი |
საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ56+200 მონაკვეთი |
სამშენებლო საქმიანობა |
12 თებერვალს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ გზისპირა ზონაში დაუკითხავი საქმიანობის შეზღუდვა უზრუნველყოფს გზების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას:
„ახალი რეგულაცია წარმოადგენს სისტემურ ნაბიჯს თანამედროვე ინფრასტრუქტურული მართვის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით და ემსახურება როგორც საგზაო უსაფრთხოებას, ისე საერთაშორისო მაგისტრალების თანამედროვე სტანდარტებით განვითარებას".




























