მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სამინისტროებს ეზრდება დაფინანსება და რამდენით?

5be28ce68fbe3
თამუნა დემეტრაშვილი
07.11.18 10:55
660
2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, გაზრდილ დაფინანსებას 8 სამინისტრო მიიღებს. ყველაზე მეტად პირველ ვარიანტთან შედარებით, დაფინანსება თავდაცვის სამინისტროს გაეზრდება-80 მილიონით და მომავალ წელს ეს უწყება ჯამში 870 მილიონს მიიღებს. 73,9 მილიონით გაეზრდება დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს და ის 3 მილიარდ 937 მილიონი გახდება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 30%-ს აჭარბებს. გაზრდილი დაფინანსები უდიდესი ნაწილი სოციალურად დაუცველი ბავშვების 50 ლარიანი სოციალური პაკეტის დაფინანსებაზე დაიხარჯება. 37,7 მილიონით მეტ დაფინანსებას მიიღებს განათლების სამინისტრო და ასიგნება 1 მილიარდ 522 მილიონი გახდება, დამატებული ფული კი, ძირითადად სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. 34,2 მილიონს მიიღებს დამატებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაზრდილი დაფინანსება კი მეღვინეობის განვითარების პროგრამას, აგროპროექტების დაფინანსებას, კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამას ,ასევე ფაროსანასთან ბრძოლასა და სატყეო სისტემის მართვას მოხმარდება. ეკონომიკის სამინისტრო გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 2019 წელს 20 მილიონით მეტს მიიღებს (ჯამში 344,7 მილიონი) და ეს ფული მეწარმეებისათვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებაზე დაიხარჯება. 9,5 მილიონით გაეზრდება დაფინანსება საგარეო საქმეთა სამინისტროს (136,5 მილიონი), ფულის ძირითადი ნაწილი კი ახალი საელჩოებისა და საკონსულოების გახსნას მოხმარდება. 1,5 მილიონით გაიზრდება იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება, შსს კი 500 ათას ლარს მიღებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები