მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ სამინსიტროებს ექნებათ ყველაზე მსხვილი ბიუჯეტი 2018 წელს

5a256cee93813
სალომე მეცხვარიშვილი
04.12.17 20:30
1112
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 56.2 მლნ ლარით და განისაზღვრა 12 459.5 მლნ ლარის ოდენობით,

მათ შორის:

საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 058.5 მლნ ლარს, გრანტები - 164.2 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 236.8 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 720.9 მლნ ლარს, მათ შორის:

• შრომის ანაზღაურება - 1 413.6 მლნ ლარი;

• საქონელი და მომსახურება - 1 201.3 მლნ ლარი;

• პროცენტი - 550.0 მლნ ლარი;

• სუბსიდიები - 445.0 მლნ ლარი;

• გრანტები - 1 379.0 მლნ ლარი;

• სოციალური უზრუნველყოფა - 3 492.8 მლნ ლარი;

• სხვა ხარჯები - 1 239.3 მლნ ლარი.

რაც შეეხება სამინისტროებს, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგინების მიხედვით, დაფინანსება შემდეგნაირი იქნება:
 
• ჯანდაცვის სამინისტრო - 3 528.0 მლნ ლარი; 

• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო -1 815.0 მლნ ლარი; 

• განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 1 186.2 მლნ ლარი;

• საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 802,0 მლნ. ლარი;

• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 569,5 მლნ.ლარი;

• კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 285.3 მლნ ლარი; 

• საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო - 274.8 მლნ ლარი; 

• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 229,5 მლნ. ლარი;

• საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 150,0 მლნ. ლარი;
• საგარეო საქმეთა სამინისტრო - 120.9 მლნ ლარი;

• ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო - 96.2 მლნ ლარი;

• საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს - 82.3;

• იუსტიციის სამინისტროსთვის - 63.0 მლნ ლარი;

• შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 1,6 მლნ ლარს;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები