მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორებში აქვს ინვესტიციების განხორციელების მოლოდინი ბიზნესს? - BAG ინდექსი

64257707c8d62
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.23 16:26
499
2023 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 63%-მა განაცხადა, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მათ მიერ ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. ამავდროულად, გამოკითხული კომპანიების 28% ჯამურად განხორციელებულ ინვესტიციებში ცვლილებას არ მოელის, ხოლო მხოლოდ 9% მოელის ინვესტიციების კლებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ BAG ინდექსის ინვესტიციების კვლევაში ის სექტორებია გამოყოფილი, რომელშიც ინვესტირების მოლოდინი გამოკითხულ კომპანიებს უფრო მეტად აქვთ.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2023 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით მშენებლობის სექტორში ფიქსირდება.

მშენებლობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 75% ჯამური ინვესტიციების ზრდას გეგმავს. ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში მსგავსი მოლოდინი გამოკითხულ კომპანიათა 64% და 63%-ს აქვს, ხოლო მრეწველობის სექტორში 45%-ს.

რაც შეეხება მიმართულებებს, რომლებშიც ინვესტირებასაც კომპანიები პროგნოზირებენ, დადებითი პროგნოზები უფრო მეტად პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების მიმართულებით დაფიქსირდა, ხოლო შედარებით ნაკლებად - შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მიმართულებით.

„გამოკითხულთა 65% მოელის, რომ 2023 წელს მათი ინვესტიციები გაიზრდება პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების მიმართულებით. მსგავსი მოლოდინი შენობა-ნაგებობების მიმართულებით 58%-ს აქვს. ხოლო გამოკითხულთა 55% თვლის, რომ 2023 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები გაიზრდება აღჭურვილობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზებისა და შენობა-ნაგებობების მიმართულებით ყველაზე დადებითი პროგნოზი ფიქსირდება მშენებლობის სექტორში.

კერძოდ, სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 77% აპირებს გაზარდოს ინვესტიციები პროგრამულ უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებში, ხოლო კომპანიათა 82% შენობა-ნაგებობების მიმართულებით გეგმავს ინვესტიციების ზრდას.

რაც შეეხება, აღჭურვილობას, ამ მიმართულებით ყველაზე დადებითი მოლოდინი ვაჭრობის სექტორში შეინიშნება, სადაც გამოკითხულთა 60% გეგმავს ინვესტიციების ზრდას. ყველაზე უარყოფითი პროგნოზი მრეწველობის სექტორში ფიქსირდება, სადაც გამოკითხულთა 18%-18% 2023 წელს ინვესტიციების შემცირებას შენობა-ნაგებობების და აღჭურვილობის მიმართულებით გეგმავს“, - ნათქვამია BAG ინდექსის ინვესტიციების კვლევის შედეგებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები