„უმნიშვნელოდ გაუარესებული განწყობები“ - ასეთია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული ბიზნესის განწყობის ინდექსის შეფასება.
დოკუმენტში ბიზნესის მოლოდინების ინდექსიცაა წარმოდგენილი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნესსექტორი მომავლის მიმართ, აღნიშნული 34.8 პუნქტამდე შემცირდა.
2024 წლის I კვარტალისთვის მოლოდინების საგრძნობლად ვაჭრობის (-23.8) და მრეწველობის (-8.2) სექტორებში შემცირდა.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 0.8-ით გაიზარდა და 18.4 პუნქტს მიაღწია.
„ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, მცირედით გაიზარდა“, - ნათქვამია ISET-ის მიმოხილვაში.
ISET-ის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალისთვის, მსხვილი ბიზნესებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. რაც შეეხება მცირე და საშუალო კომპანიებს, მათთვის საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორები ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მოთხოვნის სიმცირეა.