მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ სექტორებზე გასცეს ყველაზე მეტი სესხი ქართულმა ბანკებმა 2025 წელს - შედეგები

ბანკები

ქართული ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელი 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით 69 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წლიურ ჭრილში 14%-ით არის გაზრდილი. ამ სესხებიდან 26.5 მილიარდი ლარი მოდის ფიზიკურ პირებზე, 24.8 მილიარდი ლარი კორპორატიულ სექტორზე, 10.6 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორზე, 9 მილიარდი ლარი კი მიკრო ბიზნესზე.

რაც შეეხება უშუალოდ სექტორებს, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ბიზნესების დაკრედიტებაში პირველ ადგილს უძრავი ქონების დეველოპმენტი იკავებს 4.3 მილიარდი ლარის სასესხო პორტფელით, ამ სექტორში სესხების წლიური ზრდა 14%-ია. მეორე ადგილს სერვისის სექტორი იკავებს 4.2 მილიარდი ლარით (ზრდა 20%), მესამე პოზიციას კი უძრავი ქონების მენეჯმენტი იკავებს 3.8 მილიარდი ლარით, სადაც დაკრედიტება წლიურად 18%-ით არის გაზრდილი.

თუმცა, გაცილებით დაბალია სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის სესხების ზრდა რაც 3%-ს შეადგენს, ენერგეტიკის დაკრედიტება კი 14%-ით არის გაზრდილი, სოფლის მეურნეობაში კი დაკრედიტება წლიურად 8%-ით გაიზარდა.

ბანკების მიერ გაცემული ბიზნეს სესხების სტატისტიკა

# სექტორი სესხების მოცულობა მლნ ლარი - 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 უძრავი ქონების დეველოპმენტი 4,342 მლნ ლარი; 14%
2 სერვისი 4,225 მლნ ლარი; 20%
3 უძრავი ქონების მენეჯმენტი 3,829 მლნ ლარი; 18%
4 სოფლის მეურნეობის სექტორი 3,496 მლნ ლარი; 8%
5 სასტუმროები და ტურიზმი 3,066 მლნ ლარი; 3%
6 ენერგეტიკა 2,670 მლნ ლარი; 14%
7 სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,637 მლნ ლარი; 21%
8 ვაჭრობა (სხვა) 2,222 მლნ ლარი; 2%
9 სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,077 მლნ ლარი; -1%
10 სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,940 მლნ ლარი; 4%
11 საფინანსო ინსტიტუტები 1,584 მლნ ლარი; 95%
12 სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1,213 მლნ ლარი; 23%
13 ჯანდაცვა 1,071 მლნ ლარი; -18%
14 წარმოება (სხვა) 950 მლნ ლარი; 24%
15 რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 942 მლნ ლარი; 12%
16 ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 885 მლნ ლარი; 29%
17 მათ შორის: ექსპორტიორები 805 მლნ ლარი; 17%
18 მძიმე მრეწველობა 795 მლნ ლარი; -18%
19 ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 790 მლნ ლარი; 61%
20 ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 582 მლნ ლარი; -4%
21 სხვა 464 მლნ ლარი; 49%
22 ავტომობილების დილერები 318 მლნ ლარი; 22%
23 ტელეკომუნიკაცია 269 მლნ ლარი; 8%
24 საბითუმო ლომბარდი 259 მლნ ლარი; 20%
25 ფარმაცევტიკა 220 მლნ ლარი; 27%
26 სახელმწიფო ორგანიზაციები 157 მლნ ლარი; 89%
27 ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 155 მლნ ლარი. 237%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები