მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ სექტორში გამოქვეყნდა აგვისტო-ოქტომბერში Jobs.ge-ზე ყველაზე მეტი ვაკანსია?

ვაკანსიები

აგვისტო-ოქტომბ Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა მცირედ - 0.3%-ით 23,683-მდე გაიზარდა.

PMC კვლევითი ცენტრის განახლებული დასაქმების თრექერის ავტორები განმარტავენ, რომ ამ პერიოდში ზრდაში ყველაზე დიდი წილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ შეიტანა, რაც ძირითადად 2025 წლის სექტემბერში ვაკანსიების მკვეთრმა მატებამ განაპირობა. ასევე დიდი წილი ეკავა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიას.

აგვისტო - ოქტომბერში კატეგორიების მიხედვით Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა ასეთია:

  • გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორია - 6,306 ვაკანსია. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით1%-ით მეტია;
  • ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორია - 4,713 ვაკანსია. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით3%-ით მეტია;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორია - 998 ვაკანსია. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 43%-ით მეტია;

Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები