მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სფეროებშია კვალიფიციური მუშახელის პრობლემა? - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის პასუხი

რედაქტ2

საქართველოში სამწუხაროდ, მუშახელის კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ის ეთერში DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ განაცხადა.

„ეს[კვალიფიციური მუშახელის პრობლემა] ნამდვილად ჩემი გულის ტკივილია. მას შემდეგ, რაც ჩვენ ინიციატივა გამოვთქვით მუშახელის გადამზადებაზე, საუბარი გვქონდა მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან. მხარდაჭერა არის, „აწარმოე საქართველოც“ გვეხმარება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ და უფრო მეტი ინვესტორები უნდა შემოვიყვანოთ. საქართველოში სამწუხაროდ კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს. უცხოელი ჩამოდის და მუშაობს, მათ შორის სამშენებლო და ტურიზმის სფეროში. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველები მიდიან სხვა ქვეყანაში, მუშაობენ მუშად და საქართველოში არ მუშაობენ. პრობლემის მოსაგვარებლად გვჭირდება მეტი მუშაობა. ტექსტილის სფეროში მუშახელი არის, თუმცა დაახლოებით 6 თვე სჭირდება გადამზადებას. მუშახელის დეფიციტის ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება იყოს ანაზღაურების საკითხი, თუმცა მაგალითად ტექსტილის სფეროში ძალიან ნორმალური ხელფასია, სერვისი არის, მომსახურება არის, კვებაც არის, სახლიდან მიჰყავთ თანამშრომლები და აბრუნებენ უკან. ეს ნამდვილად ძალიან კარგი პირობებია“, - განაცხადა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ.

კითხვაზე, რა არის გამოსავალი სიტუაციიდან, რესპოდენტი პასუხობს, რომ აუცილებელია შეიქმნას ადგილები, სადაც მოქალაქეებს გადაამზადებენ და ამაღლდება მსურველების კვალიფიკაცია.

„პირველ რიგში სხვადასხვა სფეროში უნდა გავაკეთოთ სასწავლო ადგილები და ავამაღლოთ კვალიფიკაცია, ეს შეიძლება იყოს ტექსტილი, მშენებლობა და ა.შ. პრობლემა გვაქვს სხვადასხვა სფეროში. საბოლოო ჯამში ჩვენ გვჭირდება კარგი პროგრამა და ბევრი ინვესტორი. როცა ინვესტორებს ქვეყანაში შემოსვლა უნდათ, პირველ კითხვას სვამენ - არის თუ არა ქვეყანაში ამა თუ იმ ბიზნესის გაკეთება შესაძლებელი და ამაზე ვპასუხობთ, რომ პრობლემა არ არის, მეორე კითხვა არის ადამიანური რესურსი და კვალიფიკაცია. კვალიფიციური მუშახელის პრობლემა გვაქვს ტურიზმის სფეროში, სამშენებლო სფეროში, ტექსტილის სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება, რომ ინვესტორების შემოსვლის შემთხვევაში პრობლემები არ შეექმნათ“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები