მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სფეროში მუშაობს ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში

5c068b4fc0027
თამუნა დემეტრაშვილი
04.12.18 19:55
927
საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ვაჭრობის სფეროში მუშაობს.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში ბიზნესის ამ სექტორში, მთლიანი დასაქმებულების 25,6% მუშაობდა;

მეორე პოზიციაზე გადამამუშავებელი მრეწველობაა, სადაც დასაქმებულთა 13,3% მუშაობს;

მესამე პოზიციაზე მშენებლობაა -10,7%-იანი წილით.

მშენებლობაში დასაქმებულებს, მცირედით ჩამორჩებიან ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულები, მათზე მთლიან დასაქმებულთა 10,4% მოდის.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორზე დასაქმებულთა 8,1% მოდის, ხოლო განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოების წილად დასაქმებულთა 5,6% მოდის.

შეგახხსენებთ, რომ ბიზნეს სექტროში დასაქმებულთა რაოდენობამ მიმიდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით 665,5 ათასი ადამიანი შეადგინა.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21,6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,6 პროცენტი კი მცირე ბიზნესზე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები