კრიკეტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა Google-ის 2025 წლის ყველაზე მოძიებად სპორტულ თემათა კატეგორიაში: აზიის თასი, ICC-ის ჩემპიონთა თასი, ICC ქალთა კრიკეტის მსოფლიო თასი და ორი ინდური პრემიერლიგის (IPL) გუნდი მოხვდნენ გლობალურად ყველაზე ხშირად მოძებნილ თემებს შორის.
კვირას გამოქვეყნებულმა ანგარიშმა გამოავლინა წლის ტოპ ტრენდული საძიებო თემები სპორტსმენების, ღონისძიებებისა და გუნდების კატეგორიებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კრიკეტის პოპულარობის ზრდას. სპორტი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე დაბრუნებისთვისაც მზად არის.
აგრეთვე გუგლის ყველაზე მოძებნილი სპორტული გუნდების რეიტინგში ორი IPL-ის კლუბი Punjab Kings და Delhi Capitals, ტოპ ხუთეულში მოხვდნენ.
კრიკეტის მიღმა, ფეხბურთმა და გოლფმაც შეინარჩუნეს ძლიერი პოზიცია. სპორტულ ღონისძიებებს შორის პირველ ადგილზე FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი გავიდა, ხუთეულს Ryder Cup ასრულებდა.
სპორტსმენების კატეგორიაში ძიებებს ამერიკელი მოკრივე ტერენს კროუფორდი ლიდერობდა, მეორე ადგილზე იყო ჩრდილოეთ ირლანდიელი გოლფერი რორი მაკილროი. ტოპ ხუთეულში მოხვდნენ ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავები შედიურ სანდერსი და ჯეილენ ჰერცი, ასევე კანადელი კალათბურთელი შაი გილჯეს-ალექსანდერი.
რაც შეეხება ქვეყნების რაოდენობით ყველაზე მოძიებად სპორტსმენებს რეიტინგი ასე ნაწილდება:
კრიშტიანუ რონალდუ - 76 ქვეყანა
ლამინ იამალი - 37 ქვეყანა
ლიონელ მესი - 16 ქვეყანა
კოკო გაუფი - 8 ქვეყანა
მაქს ვერსტაპენი - 6 ქვეყანა


























