მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ტურისტულ მიმართულებებს ირჩევენ ქართველები? – Travelfy

TRAVELFY

ტურისტული კომპანია Travelfy-ს კორპორატიული მენეჯერი, სალომე მელიქიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ ტურპაკეტების დაჯავშნის მოთხოვნით არაერთი ქართველი მომხმარებელი მიმართავს. მისივე განმარტებით, მომხმარებლების ძირითადი ნაწილი, მაინც ბიუჯეტური მოგზაურობით არის დაინტერესებული.

„ძალიან ბევრი მომხმარებელი მოგვმართავს ტურპაკეტების დაჯავშნის მოთხოვნით. ძირითადი აქცენტი არის როგორც აზიის, ასევე ევროპის მიმართულებით. აზიიდან გამოვყოფდი, იაპონიას, ჩინეთს, ზანზიბარს, სადაც ახლა არის სეზონი და მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ასევე, ძალიან დიდი მოთხოვნაა Coldplay-ს ტურზე, აბუ-დაბიში, რომელიც იანვარში იმართება.

რაც შეეხება ევროპის მიმართულებებს, ძირითადი აქცენტი მაინც ბიუჯეტურ მიმართულებებზეა გამახვილებული. ეს არის პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი და ასევე პარიზი, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. ევროპის მიმართულებაზე დაახლოებითი ბიუჯეტია 1000-1500 ლარამდე, რაც შეეხება აზიის მიმართულებას, რომელიც უფრო მაღალ სეგმენტზეა გათვლილი, 2500 ლარიდან იწყება და მოთხოვნაზეა დამოკიდებული“,- ამბობს კომპანიის კორპორატიული მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები