მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ვალუტაში სჯობს სესხის აღება? – Foresight Investment Group-ის განმარტება

64b82db7f2efd
ალა ისპირიანი
20.07.23 00:00
3060
Foresight Investment Group-ის საინვესტიციო ოფიცერმა, რატი მორჩილაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ ვალუტების შესახებ ისაუბრა - ლარი, დოლარი თუ ევრო, რომელ ვალუტაშია უკეთესი სესხის აღება. მისი განმარტებით, რა ვალუტაშიც აქვს ადამიანს შემოსავალი იმავე ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხიც.

„ჩვენი ფონდები სავალუტო რისკს არ ვიღებთ, მაგრამ ეს საკითხი ჩვენთვის მაინც რელევანტურია, რადგან ჩვენი ფონდების პორტფელური კომპანიები ჩვეულებრივი ბიზნეს სუბიექტები არიან, რომლებსაც გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე აქვთ და სასესხო დაფინანსება სჭირდებათ. როდესაც ისინი ჩვენთან მოდიან სულ გვეკითხებიან - რა ვალუტაში ავიღოთ სესხი? როგორ ვმართოთ სავალუტო რისკი? ჩვენი პასუხი ძირითადად სტანდარტულია, ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ რა ვალუტაშიც გაქვთ შემოსავალი იმ ვალუტაში უნდა გქონდეს სესხიც.

მათ ვეუნებით, რომ შემოსავლების ანალიზი გააკეთონ. ჩაშალონ ვალუტების მიხედვით და რა პროპორციაც არის, ანალოგი ვალუტების მიხედვით ვალდებულებების მხარეს გადაიტანონ. მაგრამ ჩვენი ეკონომიკის რელობიდან გამომდინარე ეს არ გამოდის, რადგან ნომინალურად ლარის რესურსი ძვირია.

უამრავი კომპანიაა, რომლებსაც შემოსავლის 100% შეიძლება ლარში ჰქონდეთ, მაგრამ ვალდებულებების მხარეს 100% უცხოურ ვალუტაში ჰქონდეთ. ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია, რადგან თუ ლარი გაუფასურდა კომპანიები ვერ შეძლებენ ამ სავალუტო სესხების მომსახურებას“, - განაცხადა მან და მაგალითად აზიის ფინანსური კრიზისი მოიყვანა, როდესაც ეკონომიკამ სრული კოლაფსი განიცადა, რადგან ჭარბვალიანობა უცხოურ ვალუტაში იყო და ადგილობრივი ვალუტები სხვადასხვა ფაქტორების გამო გაუფასურდა. მაშინ კომპანიებმა და მთავრობამ ვეღარ შეძლეს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების გადახდა და პრობლემები შეექმნათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები