მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი 3 კომპანია შეიძლება შეუერთდეს ტრილიონიან კლუბს უახლოეს მომავალში?

მოლოდინები
BM. GE
30.07.25 00:30
1637

2024 წლის მიწურულს, ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონეთა არც ისე დიდ კლუბში 9 ამერიკული კომპანია გვხვდებოდა, თუმცა, სავარაუდოდ ეს სია მალე გაფართოვდება და კიდევ 3 ამერიკულ გიგანტს მიიერთებს.

Nasdaq-ის შეფასებით, წარმატებულ კომპანიებს შორის ყველაზე მეტი შანსი Walmart-ს, Eli Lilly-ს და JPMorgan Chase-ს აქვთ

ამჟამად საცალო ვაჭრობის გიგანტის, Walmart-ის კაპიტალიზაცია $778 მილიარდია და სასურსათო პროდუქტების გაყიდვებიდან და ონლაინ ვაჭრობიდან 28.5%-იან მოგებაზე გასვლის შემთხვევაში კომპანია $1-ტრილიონიან კლუბს მალე შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ Walmart-ი მიზნის მიღწევასთან ყველაზე ახლოს წლის დასაწყისში, თებერვალში იყო, როცა მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $835 მილიარდს მიაღწია.

სიაში მეორე ფარმაცევტული სექტორისა და ბიოტექნოლოგიის ლიდერი, Eli Lilly-ია. მისი კაპიტალიზაცია ამჟამად $725 მილიარდს აღწევს. კომპანიის მიერ შექმნილი წონის კლებისა და დიებეტთან გასამკლავებელი ტაბლეტების მოთხოვნის ზრდის ფონზე, თუ კომპანია კაპიტალიზაციის 38%-მდე გაზრდას შეძლებს, $1-ტრილიონიანთა კლუბს ისიც მალე შეუერთდება.

Nasdaq-ის პროგნოზით, საკმაოდ დიდი შანსი აქვს JPMorgan Chase-საც. მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტის საბაზრო კაპიტალიზაცია 29 ივლისის მონაცემებით $820 მილიარდია და ხსენებულ სამ კომპანიას შორის ყველაზე ურყევი წინსვლა სწორედ JPMorgan-ის შემთხვევაში ფიქსირდება. დეკემბრის თვეში მისი კაპიტალიზაცია $648 მილიარდს აღწევდა. კომპანიას სულ რაღაც 7 თვე დასჭირდა 26.5%-იანი ზრდის მისაღწევად. Nasdaq-ის პროგნოზით კი, საფინანსო სექტორის სწორედ ამ გიგანტს აქვს ყველაზე მეტი შანსი, წლის ბოლომდე 22%-იანი ზრდა დააფიქსიროს და გახდეს რიგით მე-10 ამერიკული კომპანია, რომელიც 1$-ტრილიონიან კლუბს შეუერთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები