მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ავიაკომპანიები იყენებდნენ 2024 წელს საქართველოს ტრანზიტული ფრენისთვის ყველაზე ხშირად?

თვითმფრინავი

2024 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 234 292 ტრანზიტული ფრენა შესრულდა, რაც 53 514 ფრენით და 30 %-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებდნენ:

  • TURKISH AIRLINES INC. (28 535);
  • AZERBAIJAN AIRLINES – AZAL (13219);
  • DEUTSCHE LUFTANSA (9 064);
  • SINGAPORE AIRLINES Ltd (8 218);
  • KOREAN AIRLINES CO. LTD (7 832).

საქართველოს აეროპორტებში 2024 წელს ისევ აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად დაფიქსირდნენ:

  • WIZZ AIR HUNGARY KFT( 6 434);
  • GEORGIAN AIRWAYS (5 258);
  • TURKISH AIRLINES INC. (3 925);
  • AZERBAIJAN AIRLINES – AZAL (3 847);
  • PEGASUS AIRLINES (3 243) .

"საქაერონავიგაციის" ცნობით, გაზრდილია საქართველოს აეროპორტებში აფრენა - დაფრენის რაოდენობაც.

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენის მაჩვენებელი 64 731 ფრენას შეადგენს და წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 13 018 ფრენით და 25 %-ით არის გაზრდილი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ზრდაა საქართველოს აეროპორტების მიხედვითაც. მიმდინარე წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 45 597 აფრენა-დაფრენა შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 407 ფრენით და 30 %-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 8 140 აფრენა-დაფრენა შესრულდა, რაც გასულ წელთან შედარებით 2 457 ფრენით და 43 %-ით არის გაზრდილი. საქაერონავიგაცია 2024 წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 10 070 ფრენას მოემსახურა, რაც 1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები