მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ავტომობილებით მოძრაობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

5d4eedfb39fc3
მარიამ ადამია
11.08.19 20:00
6651
გამოცემა Forbes-მა თავისივე სიაში შემავალი ადამიანების ავტოპარკი შეაფასა და როგორც აღმოჩნდა, ისინი საკუთარ მანქანებს პრემიუმ - კლასის ბრენდების მიხედვით არ არჩევენ; მილიარდერების ავტოფარეხი, რეალურად არც თუ ისე მდიდრულად გამოიყურება.

მაგალითად, Forbes-ის მიხედვით, მარკ ცუკერბერგი ყოველდღიურად გადასაადგილებლად, არც მეტი არც ნაკლები Honda Fit-ს იყენებს.

62 მლრდ 3 მილიონი დოლარის აქტივების მფლობელი და „ფორბსის“ სიაში, რიგით მერვე ადგილზე დასახელებული ცუკერბერგის ავტოპარკში მოიძებნება Volkswagen Golf-იც და კიდევ რამდენიმე ბიუჯეტური მანქანა და არცერთი ძვირადღირებული, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მდგომარეობით.

Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი კი, გასაკვირი არც არის რომ უპირატესობას ამავე ბრენდის და თანაც ბიუჯეტურ Tesla Model S-ს ანიჭებს, თუმცა როგორც „ტვიტერზე“ თავად წერს, ბავშვებთან ერთად გადაადგილების დროს, მისი არჩევანი Tesla Model 3-ზე ან X-ზე ჩერდება. ინფორმაციისთვის: ილონ მასკის ქონება „ფორბსის“ მიხედვით, 22 მლრდ 3 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

შედარებით „ძვირადღირებული გემოვნება“ აქვს ბილ გეითს - ის „პორშე 959“-ს ირჩევს. როგორც თავად ყვება „ბლუმბერგთან“, 1979 წელს, როდესაც Microsoft-ი ჯერ მხოლოდ იწყებდა პოზიციონირებას ბაზარზე, მაშინ პირველად იყიდა Porsche 911, მოგვიანებით კი, ის გაყიდა და 2012 წელს აუქციონზე გაიტანეს, რომელიც 80 ათას დოლარად გაიყიდა. მას შემდეგ, გეითის ბრენდის ერთგული რჩება, მისი ქონება 96.5 მილიარდი დოლარია და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს „ფორბსის“ რეიტინგში.

ჰამერი H2-ია მაიკლ დელის - კომპანია „დელის“ დამფუძნებლის არჩევანი, თუმცა მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ის ავტომობილების კოლექციით არის დაკავებული და მის ავტოფარეხში მოიძებნება ასევე Porsche Boxster და Porsche Carrera GT-ც. რაც შეეხება მის ქონებას, ის 34 მილიარდს აჭარბებს და მილიარდერებს შორის 25-ე ადგილზეა.

კიდევ ერთი მილიარდერი თან მოკრძალებული გემოვნებით - ლარი პეიჯია, რომელიც გადასაადგილებლად Toyota Prius-სს ირჩევს.

Google-ის დამფუძნებელი და 50,8 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელი, უმდიდრესი ადამიანი, საკუთარ არჩევანს განმარტავს იმ არგუმენტით, რომ ავტომობილი კომფორტული და ეკონომიურია;

და ბოლოს ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც Honda Accord-ით მოძრაობს. 131 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელი აღნიშნული ავტომობილით 2013 წლიდან გადაადგილდება და მის შეცვლას ჯერ კიდევ დიდხანს არ გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები