მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის 24-ვე მონაწილის ვინაობა გაირკვა, საინტერესოა თუ რომელი სპორტული ბრენდები დომინირებენ სხვადასხვა ნაკრებების მაისურებზე.
გასაკვირი არ არის, რომ როგორც ყოველთვის წელსაც ყველაზე დიდი წარმომადგნელობა Nike-ის, Adidas-სა და Puma-ს აქვთ. აღნიშნული სპორტის გიგანტების გარდა წელს კიდევ სამი ბრენდი იქნება წარმოდგენილი Macron, Hummel და Joma, რომლებიც რა საკვირველია შედარებით უმცირესობაში არიან წარმოდგენილები.
ევრო 2024-ზე Nike-ი ერთდროულად ცხრა გუნდს წარმოადგენს (37,5%), მას მოსდევს Adidas-ი ექვსი გუნდით (25%), ხოლო მესამე ადგილს Puma იკავებს ოთხი გუნდით (16,66%). დარჩენილი ხუთი გუნდი კი დანარჩენ სამ ბრენდზე ნაწილდება. Joma-ს შემადგენლობაში უკრაინა და რუმინეთი შედის (8,3%), Macron-ის რიგებს საქართველო და ალბანეთი წარმოადგენენ (8,3%), ხოლო Hummel-ის წარმომადგენელი ერთადერთი ნაკრები დანიაა (4,2%).
2020 წელთან შედარებით არც რიცხვობრივად და არც შემადგენლობის თვალსაზრისით განსაკუთრებული ცვლილებები არ არის, თუ არ ჩავთვლით იტალიის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც წარსულში Puma-ს რიგებში ირიცხებოდა, ხოლო ახლა მეორე გერმანულ სპორტულ ბრენდ Adidas-ს წარმოადგენს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ საფრანგეთში გამართული ევრო 2016 იყო უკანასკნელი ტურნირი, როცა Adidas-მა (9 ქვეყანა) ნაკრებების სიმრავლით Nike-ის (6 ქვეყანა) აჯობა.