ბორჯომში სასტუმრო Rixos, რომელიც 2015 წლის თებერვალში გაიხსნა, საპარტნიორო ფონდისა და ყაზახური "ყაზმუნაი გაზის" ერთობლივი პროექტია, თუმცა "რიქსოსი" სასტუმროს მართვიდან გასულ თვეს გავიდა. დღეს სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებს. ამასთანავე "საპარტნიორო ფონდი" ყაზახური მხარისგან სასტუმროს გამოსყიდვის პროცესშია. როგორც BM.GE-თან ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, მოლაპარაკებები ბოლო ფაზაშია. გიორგი დანელია გამოსყიდვის ღირებულებას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სასტუმროს მართვაში შესვლით რამდენიმე საერთაშორისო ბრენდია დაინტერესებული, რომელთა შერჩევასა და შემოყვანაზე გადაწყვეტილება წელსვე იქნება მიღებული.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებების ბოლო ფაზა. იმედი, გვაქვს მალე დავასრულებთ ამ პროცესს. ვფიქრობთ ახალი ბრენდის შემოყვანზე. ძალია ბევრი საერთაშორისო ბრენდია დაინტერესებული ბორჯომით და ჩვენ გვაქვს ფუფუნება, მათგან ერთ-ერთი შევარჩიოთ"-აცხადებს გიორგი დანელია.