მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” - საქართველოს ბანკმა ახალი კამპანია დაიწყო

სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონების ცნობადობის ამაღლებასა და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ინიციატივა სახელწოდებით, რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? ერთგვარი გამოწვევაა ბიზნესსექტორისთვის. დღეს სპორტსმენების ხილვადობას დიდწილად სწორედ ბრენდებთან თანამშრომლობა განსაზღვრავს, ქართველი პარალიმპიელები კი ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ. Art & Qopy დუეტთან პარტნიორობით შეიქმნა ფოტოსერია ცნობილი სარეკლამო ესთეტიკით, სადაც პროდუქტის ადგილი ცარიელია და ბრენდებს იწვევს, დაიკავონ ეს სივრცე. კამპანიას უკვე 10 კომპანია შეუერთდა.

სტუმრები: მარიამ ცანავა - საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი;

თინათინ დაუშვილი - “წყალი მარგებელის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გიორგი ქვლივიძე - Q&A არტ დირექტორი, თანადამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები