გავლენიანი გამოცემა Forbes-ი წერს, რომ ნოემბრის მონაცემებით, 1,480 აღმასრულებელმა დირექტორმა დატოვა თანამდებობა, რაც წინა წელთან შედარებით - 12%-ით, ხოლო 2008 წლის იმავე თვესთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
ჩამონათვალში მოხვდა ისეთი კომპანიების აღამსრულებელი დირექტორები, როგორიც არის HSBC-ი, McDonald-ი, Alphabet-ი, PG&E-ი და Wells Fargo.
PG&E-ი აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიზელ ვილაიმსმა თანამდებობა იანვარში დატოვა. მისი გადადგომა უკავშირდება კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს, რის გამოც კომპანიას 30 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პოტენციური ვალდებულებები დაუფიქსირდა.
Wells Fargo-ს აღმასრულებლმა დირექტორმა ტიმოთი სლონმა თანამდებობა 28 მარტს დატოვა შეუძლებელი ამოცანის გამო. მისი მისია ჩიხში შესული ბანკის რეპუტაციის აღდგენა იყო.
HSBC-ის ხელმძღვანელი ჯონ ფლინტი თანამდებობიდან ბანკის აღმასრულებლმა საბჭომ გადააყენა და მისი გადადგომის მოთხოვნა „ბანკისთვის საჭირო ცვლილებებით დაასაბუთა, რათა მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ“.
McDonald-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ისტერბრუკი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კორპორატიული პოლიტიკა დაარღვია და მან დაამყარა სასიყვარული ურთიერთობა კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელთან.
Google-ის შემქმნელებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა კომპანია Alphabet-ის ხელმძღვანელების პოსტები დეკემბერში დატოვეს. აღსანიშნავია, რომ პეიჯი და ბრინი ჰოლდინგში მუშაობას დირექტორთა საბჭოს წევრების რანგში აგრძელებენ.